ეკატერინე დანელია

ეკატერინე დანელია
ასისტენტ-პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
სამართლის სკოლა

ეკატერინე დანელია ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მინიჭებულ სამართალმცოდნეობის ბაკალავრისა და სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხებს, ასევე სანდებერდის გლობალური მენეჯმენტის სკოლის გლობალური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხს (აშშ). ამჟამად არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი. კითხულობს კერძო სამართლისა და ბიზნესის რამდენიმე კურსს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში. 2007-2008 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში. ეკავა სხვადასხვა მენეჯერული პოზიცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში.  ამჟამად ეკატერინე დანელია არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.

საკონტაქტო ინფორმაცია: edanelia@newvision.ge