დავით მაღლაკელიძე

დავით მაღლაკელიძე
ასისტენტი ონკოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

დავით მაღლაკელიძეს მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ 2017 წელს. ის აგრეთვე ფლობს ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდის პირველი საფეხურის (USMLE) სერტიფიკატს. ამჟამად არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი. მან გაიარა სტაჟირება სენტარა ნორფოლკის ჰოსპიტალში (2017 წ, ნორფოლკი, აშშ). მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციასა და ახალგაზრდულ აქტივობებში. ის არის ევროპის მედიკოს ონკოლოგთა საზოგადოების (ESMO) და ამერიკის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაციის წევრი, ასევე საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის წევრი. იგი ათამდე ადგილობრივი და საერთშორისო კონფერენციის მონაწილე და რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია.