დავით კერესელიძე

დავით კერესელიძე
პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
სამართლის სკოლა

დავით კერესელიძეს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, აგრეთვე LL.M-ისა და სამართლის დოქტორის (doctoris iuris) აკადემიური ხარისხი - ზაარლანდის უნივერსიტეტის მიერ (გერმანია). 2010-2011 წწ-ში იგი იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, 2009–2010 წწ-ში – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დირექტორი; 2005-2008 წწ-ში – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 2002-2005 წწ-ში ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე. 2001 წლიდან იგი არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის პროფესორი და 2002 წლიდან ჟურნალ „ქართული სამართლის მიმოხილვის“ მთავარი რედაქტორი. 2010 წელს „საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროს რეფორმასა და იურიდიული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ საქართველოს უნივერსიტეტმა მას მიანიჭა საპატიო დოქტორის ხარისხი. 

საკონტაქტო ინფორმაცია: kereselidze@newvision.ge