დავით გულუა

დავით გულუა
პროფესორი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით
ბიზნესი და IT

დავით გულუას მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი სისტემური ინჟინერიის მიმართულებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ 2006 წელს. 2002-2003 წლებში იგი იყო DAAD-ს სტიპენდიატი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (ბერლინი, გერმანია), ხოლო შემდგომ განაგრძო საქმიანობა სერვისების ადმინისტრატორად იმავე უნივერსიტეტში (2005-2009 წლებში) და გერმანიის გერიატრიის ფედერალურ კავშირში (2008-2009 წლებში). 2014 წლიდან დღემდე იგი არის დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი. 2017 წლიდან იგი ასევე არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების, ხოლო 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.