ცოტნე სამადაშვილი

ცოტნე სამადაშვილი
ასისტენტი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

ცოტნე სამადაშვილი 2015 წლიდან არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დოქტორანტი. 2001 წელს მას მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ანესთეზიოლოგიაში, ხოლო 2011 წელს - პედიატრიულ ანესთეზიოლოგიასა და რეანიმაციაში. 2013-2015 წლებში მუშაობდა Martin D. Abelloff-ის ლაბორატორიის კიბოს კვლევის ცენტრში ანესთეზიოლოგიის განყოფილების უფროსად. 2015 წლიდან დღემდე კი ის არის ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგიის, კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის დეპარტმანეტის თავმჯდომარე. 2002 წლიდან ის არის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ქართული ასოციაციის, ხოლო 2015 წლიდან ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის ქართული სკოლის წევრი. ცოტნე სამადაშვილი მრავალი ადგილობრივი და უცხოური კონფერენციის მონაწილე და ოთხი სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორია.