ბიძინა კანაშვილი

ბიძინა კანაშვილი
ასისტენტი ტრავმატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით
მედიცინა

ბიძინა კანაშვილს 2010 წელს მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის მიერ. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იყო საქართველოს პრეზიდენტის სახელობის სტიპენდიატი. 2018 წელს მოიპოვა მედიცინის  დოქტორის აკადემიური ხარისხი ნიუ ვიჟენ უნიერსიტეტში. მას აქვს ბაირონის სახელობის საერთაშორისო ინგლისურენოვანი სკოლის უმაღლესი საფეხურის სერტიფიკატი. 2015 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამა და მოიპოვა ლიცენზია ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ექიმის მიმართულებით. იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში. 2012 წლიდან  მუშაობს მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ორთოპედია-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტში.  2015 წლიდან არის ევექსის ამბულატორიული ქსელის კონსულტანტი. 2016 წელს ჰონგ-კონგის საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 თვე მუშაობდა - ბავშვთა ქირურგ ორთოპედად. 2016 წლიდან არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ლექტორი.