ბექა სამხარაძე

ბექა სამხარაძე
ასისტენტი მამოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

ბექა სამხარაძეს მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია 2003 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ექიმ-ონკოლოგად „მედულა-ქიმიოთერაპიის და იმუნოთერაპიის კლინიკა“-ში, თბილისის კიბოს ონკოლოგიურ დისპანსერში, ქ. თბილისის ონკოლოგიურ დისპანსერში და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში. 2014-2017 წწ ხელმძღვანელობდა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მამოლოგიის, ძუძუს ონკოპლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტს. ამჟამად არის ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მამოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი და მუნიციპალური პროგრამის „ძუძუს კიბოს სკრინინგის“ მთავარი მამოლოგი. ბექა სამხარაძე არაერთი საერთაშორისო მულტიცენტრული ონკოლოგიური კლინიკური კველევის მთავარი მკვლევარია. ამავე დროს ის არის სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESMO), ამერიკის ქირურგთა ასოციაციის და კლინიკური ონკოლოგიის ამერიკული საზოგადოების წევრი. ბექა სამხარაძე მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორია.