არჩილ კეზელი

არჩილ კეზელი
პროფესორი მხედველობის ფიზიოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

არჩილ კეზელს 1987 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1975-1985 წლებში იგი იყო ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1985 წლიდან დღემდე კი არის ამავე ინსტიტუტის მხედველობის ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ის არის ავტორი და თანაავტორი მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ფოზიოლოგიასა და ბიომედიცინის სხვა დარგებში. მონაწილეა ათზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის. 2004-2005 წლებში იყო ნატოს სამეცნიერო პროგრამის წევრი. 2009-2010 წლებში - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის „მხედველობის სისტემებში ინფორმაციის ნაკადის ოპტიმალური ორგანიზაციისა და აღქმის სტაბილურობის უზრუნველმყოფი მექანიზმების“ პროექტის ხელმძღვანელი. 2013 წელს იყო თბილისის საერთაშორისო კონფერენციის - “Merging Neuroscience and Medicine: Implications for Brain Disorders” საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.