არჩილ ალადაშვილი

არჩილ ალადაშვილი
პროფესორი ქირურგიის მიმართულებით
მედიცინა

2002 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება (2006 წელს გათანაბრებულ იქნა დოქტორის აკადემიურ ხარისხთან); 2007 წელს გაიარა სპეციალური კურსი ვენაში (ავსტრია), 2009-2010 წლებში – ბორსტელის კვლევის ცენტრსა და ლიუბეკის უნივერსიტეტში (გერმანია), 2010-2013 წლებში – ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში (გერმანია). სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იყო სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის, ESSO – ევროპის ქირურგთა საზოგადოების, DAAD – გერმანიის აკადემიური გაცვლითი სერვისის, UICC – კიბოს საწინააღმდეგო საერთაშორისო ასოციაციის, EACR – ევროპის კიბოს კვლევის ასოციაციის და ა.შ. მიერ; კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლესს სასწავლებელში. არის EACR-ის ელჩი, ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრისა (1996 წლიდან) და კიბოს კვლევის ცენტრ-მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორიის ქირურგი, ასევე თსსუ-ის ქირურგ-ონკოლოგთა რეზიდენტურის კურსის ადგილობრივი ხელმძღვანელი.