ამერ ალ რავასი

ამერ ალ რავასი
პროფესორი საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით
ბიზნესი და IT

ამერ ალ რავასი 2014 წლიდან იკავებს „ტასნეა ოილ ენდ ტექნოლოგის“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტს. 2009-2014 წლებში იყო ომანის სატელეკომუნიკაციო კომპანია SAOG-ის აღმასრულებელი დირექტორი, 2004-2009 წლებში - ომანის მობილური კომუნიკაციების კომპანია „ომან მობაილის“ მმართველი დირექტორი, ხოლო 2002-2004 წლებში - „ომანტელის“ აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი. 2012 წელს მან მიიღო აზიის საუკეთესო ბიზნესლიდერის სპეციალური ჯილდო. 2001-2002 წლებში იგი იყო სულთან ქაბოსის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სერვისების დეკანი, ხოლო 1995-1997 წლებში NASA-ს მიწვეული მეცნიერ-მკვლევარი პროგრამული კვლევების ლაბორატორიაში. იგი ასევე არის 2015 წლის Star Business Awards-ის ჯილდოს მფლობელი ცხოვრებისეული მიღწევებისთვის, 2008 წლის საუკეთსო ბიზნეს ლიდერი BIZPRO-ის ვერსიით. მას დოქტორის ხარისხი მინიჭებული სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით დაცული დისერტაციისთვის ხელოვნურ ინტელექტზე.