ალექსანდრე თავართქილაძე

ალექსანდრე თავართქილაძე
პროფესორი ონკოლოგიისა და პალიატიური მედიცინის მიმართულებით
მედიცინა

ალექსანდრე თავართქილაძეს მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი პეტრე შოთაძის აკადემიის მიერ (2008 წელს). 2005-2009 წლებში მან ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტის Civil-ის ჰოსპიტლის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტში გაიარა რეზიდენტურა ონკოლოგიასა და ჰემატოლოგიაში. მას მინიჭებული აქვს მოლეკულური მედიცინისა და კლინიკური ონკოლოგიის საერთაშორისო სერტიფიკატი (2009 წელს). გავლილი აქვს სტაჟირება: ჟენევის უნივერსიტეტის ჰოსპიტლის მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტში (შვეიცარია, ჟენევა, 2006 წ), ჩიბას სახელწიფო უნივერსტიტში (იაპონია, ჩიბა, 2007 წ), პიერ და მარია კიურების სახელობის უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტში (საფრანგეთი, პარიზი, 2008 წ) და სხვ. ამჟამად იგი არის ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტის Civil-ის ჰოსპიტლის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის კლინიკური და სამეცნიერო პროექტების კოორდინატორი (2008 წლიდან) და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტი მოლეკულურ მედიცინასა და კლინიკურ ონკოლოგიაში (2009 წლიდან).