აკაკი ბურკაძე

აკაკი ბურკაძე
ასისტენტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით
მედიცინა

აკაკი ბურკაძეს მინიჭებული აქვს დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ 2012 წელს, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2015 წელს. ამჟამად საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტია. 2015 წლიდან არის ეროვნული მედიცინის ცენტრის ექიმი და თბილისის გეშტალტის ინსტიტუტის ფსიქოკონსულტანტი. მას აქვს უმცროს ექიმად მუშაობის გამოცდილება ელიზაბეტ ბლექველის ჰოსპიტალსა და მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში. აკაკი ბურკაძეს გავლილი აქვს სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგკურსი ფსიქოლოგიაში, ნევროლოგიასა და ფსიქიატრიაში.