მედიცინა

სკოლის შესახებ

მედიცინის სკოლის პროგრამები:

  • მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა (ENG)
  • სამედიცინო რეაბილიტაციისა და საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამა (ENG)
  • სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა (ENG)
  • მედიცინის სადოქტორო პროგრამა (GEO/ENG)

 

პროგრამები

მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამა

მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ეთიკურ ღირებულებებზე, პიროვნების პატივისცემასა და მინიმალურ ჩარევაზე დამყარებული სამედიცინო განათლების მიღების უზრუნველყოფა. პროგრამით გამოყოფილია ჯანმრთელი ორგანიზმის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესწავლის ეტაპები, რომლებშიც გამოყენებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური ინტეგრაციის ელემენტები სწავლების პროცესს სისტემურსა და თანმიმდევრულს ხდის.

სამედიცინო რეაბილიტაციისა და საექთნო საქმის პროგრამა

პროგრამის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს ჯანმრთელობის დაცვის მეცნიერებების (რეაბილიტაცია და საექთნო საქმე) ფარგლებში აითვისონ საჭირო უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარება მათ იყვნენ კომპეტენტურნი და კონკურენტუნარიანნი ჯანდაცვის სექტორის სხვადასხვა ტიპის სამუშაო გარემოში. პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალკვალიფიციური კადრები, რომელთაც ექნებათ ჯანდაცვის სექტორში დასაქმების მაღალი შანსი.

სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. აღჭურვოს ისინი მულტიდისციპლინარულ გუნდში მუშაობისთვის და საერთაშორისო დონეზე კონკურენტულ გარემოში წარმოჩენისთვის საჭირო ცოდნით და უნარებით. 

მედიცინის სადოქტორო პროგრამა

პროგრამის მიზანია პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა და ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება არსებული ცოდნის გაღრმავებისა და ახალი და ეფექტური მეთოდების დანერგვის გზით მედიცინაში. კვლევისა და სწავლებისთვის საჭირო კომპეტენციათა განვითარების ხელშეწყობა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს VIII დონის შესაბამისად.