ბიზნესი და IT

სკოლის შესახებ

ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის პროგრამები:

  • ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოოლოგიების საბაკალავრო პროგრამა (ENG);
  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალვრო პროგრამა (ENG);
  • ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (ENG);

პროგრამები

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

პროგრამა უპირატესად შემუშავებულია იმისათვის რომ სტუდენტებს შესთავაზოს მრავალმხრივი განათლება ბიზნესის მენეჯმენტის სფეროში. სტუდენტები მიიღებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს მენეჯმენტის, ფინანსების, ბუღალტერიის, მარკეტინგის და ბიზნესის კომუნიკაციის სფეროებში. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ დამატებითი კვალიფიკაცია სხვადასხვა შეთავაზებულ დარგში.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის მიზანია, სტუდენტები აღზარდოს ფართო განათლების მქონე საწარმოთა მენეჯერებად, აღმასრულებელ პირებად და/ან მეწარმეებად,რომელთაც კარგად ესმით ბიზნესის არსი და ფლობენ სხვადასხვა ბიზნეს სიტუაციაში და ბიზნეს საკითხების მიმართ გამოყენებადი საშუალებებისა და მეთოდების ფართო სპექტრს.

ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამა

პროგრამის მიზანია, სტუდენტებს შესთავაზოს მრავალმხრივი განათლება ბიზნესის მართვის და/ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. სტუდენტებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანი გააკეთონ შეთავაზებულ მრავალფეროვან საგნებს შორის და არ შემოიფარგლონ მხოლოდ ერთი, კონკრეტული კონცენტრაციით, რაც საშუალებას აძლევს მათ, გაიფართოონ ცოდნა და თავად შეარჩიონ სასურველი აკადემიური ხარისხი.