პროექტები

ონკოლოგიური პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ინტრაოპერაციული რადიოთერაპიით

დამტკიცდა უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული კვლევითი პროექტის „ონკოლოგიური პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ინტრაოპერაციული რადიოთერაპიით“ ახალი ფაზა. მისი მიზანია ონკოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხზე (HRQOL) ინტრაოპერაციული რადიოთერაპიის გავლენის შეფასება ასაკის, კიბოს სტადიისა და კომორბიდული დაავადებების გათვალისწინებით.

პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელია პროფესორი მიხეილ ჯანჯალია; საერთაშორისო პარტნიორი: „კარლ ცაის მედიტეკ აგ“; უნივერსიტეტის თანამონაწილეობის დამტკიცებული ხვედრითი წილი პროექტში 1,820 მლნ. ლარი.