პროექტები

იურიდიული ეთიკის მიმართულება

    

                                                         

პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).

პროექტის რეზიუმე

დღესდღეობით, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების მიმართ საზოგადოება კრიტიკულად არის განწყობილი, ვინაიდან ბევრმა მათგანმა დაარღვია ეთიკისა და პატიოსნების პროფესიული სტანდარტი. აღიარებულია, რომ ამ პრობლემის სათავე შესაბამისი ტრენინგების არარსებობა  და ეთიკის შესახებ ცოდნის ნაკლებობაა. აღნიშნული პროექტის მიზანია ამ პრობლემის მიზეზების აღმოფხვრა სხვადასხვა გზით, კერძოდ: იურიდიული ეთიკის კურსის გაუმჯობესებითა და შეთავაზებით; იურიდიულ ეთიკის შესახებ იმიტირებული პროცესის ჩატარებით; კვლევებით; იმ ინდივიდთა უფლებების დაცვით, რომლებიც დაზარალდნენ იურიდიული ეთიკის ნორმების ხელყოფის გამო; იურიდიულ ეთიკასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობით; კონფერენციებისა და ტრენინგების ორგანიზებითა და სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმირებით. პროექტის მიზნების სრულად განხორციელებისათვის აუცილებელია შეკითხვების სწორად დასმა და პრობლემების სათანადოდ წამოჭრა, პროექტის გეგმის საფუძვლიანი გააზრება, ძლიერი ნება და პრობლემის გადაჭრისათვის მზაობა.

პროექტის მიზნები

პროექტის საბოლოო მიზანია იურიდიული ეთიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოებისათვის მისი მნიშვნელობის წარმოჩენა.

კვლევის მიზნები:

  • იურიდიული ეთიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და სტუდენტებისთვის კაზუსებზე დაფუძნებილი შედარებითი სასწავლო პროგრამების შეთავაზება, იურიდიული ეთიკის შესახებ ეროვნული იმიტირებული პროცესების ორგანიზება და ა.შ.
  • იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ონლაინპლატფორმის შექმნით, კვლევების გამოცემით, კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებით და სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებით იურიდიული ეთიკის შესახებ. 

პროექტის აქტივობები

პროექტის ფარგლებში შემდეგი სახის აქტივობები იგეგმება:

  • იურიდიული ეთიკის შესახებ კურსის განვითარება და შეთავაზება

ერთი სემესტრის ხანგრძლივობის კურსი, ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობისა და პრაქტიკის ბაზაზე, ბაკალავრიატის სტუდენტებს შეასწავლის პროფესიულ ეთიკას, კანონმდებლობასა და იურიდიული ეთიკის სტანდარტებს. კურსი მოიცავს ეთიკის კომისიას, სასამართლო ეთიკას, პოლიციის ეთიკას, მედიატორთა ეთიკას და ა.შ. კურსის ფარგლებში გამოყენებული მეთოდები: ლექცია, ინდივიდუალური სავარჯიშოები და ჯგუფური აქტივობები, პრეზენტაციები და დისკუსიები. კურსისათვის მომზადდება შემდეგი სახის მასალა: სილაბუსი, კაზუსზე დაფუძნებული სავარჯიშოები, კონტექსტური კითხვა, აქტუალური ადგილობრივი და საერთაშორისო ქეისები, სასამართლო გადაწყვეტილებები და როლური თამაშები.

გარდა ამისა, იურიდიული ეთიკის შესახებ შეიქმნება სახელმძღვანელო და მასში დეტალურად იქნება წარმოდგენილი სწავლების ინსტრუქცია მასწავლებელთათვის.

  • ეროვნული იმიტირებული პროცესის ორგანიზება იურიდიული ეთიკის შესახებ

იმიტირებული პროცესის მიზანია სამართლის სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება იურიდიული ეთიკის შესახებ, ასევე მოდელირებულ გარემოში მათი ცოდნისა და პროფესიული პასუხისმგებლობის უნარის განვითარება. პროცესი წელიწადში ერთხელ, ქართულ ენაზე ჩატარდება. მოიცავს ასევე ტრენინგებსაც, რათა სტუდენტებს ჰქონდეთ საბაზისო ცოდნა და უნარი მასში მონაწილეობისთვის.

  • კვლევა და წერა

ხელმძღვანელი ჩართული იქნება კვლევით პროცესში, შეარჩევს იურიდიული ეთიკის აქტუალურ საკითხებს. პროექტის ფარგლებში სულ მცირე სამი სამეცნიერო სტატია გამოიცემა.

ხელმძღვანელი ხელს შეუწყობს იურიდიული კლინიკისა და სხვა დაინტერესებული სტუდენტების ჩართვას კვლევით პროცესში. ნამუშევრები გამოქვეყნდება იურიდიული ეთიკის ონლაინპლატფორმაზე, რომელიც პროექტის ფარგლებში დაიწყებს ფუნქციონირებას.

ხელმძღვანელი გამოყოფს იურიდიული ეთიკის მნიშვნელოვან საკითხებს, მოამზადებს ჰიპოთეტურ მაგალითებსა და შემთხვევებს და განსახილველად გადასცემს იურიდიული ეთიკის კომისიას. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაიბეჭდება იურიდიული ეთიკის გამოცემაში და ხელმისაწვდომი გახდება ფართო საზოგადოებისთვის.

  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკისათვის იურიდიული ეთიკის მიმართულების დამატება

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 2014 წლის ივლისიდან ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევის სწავლებას: სტუდენტი სწავლობს კეთებით, რაც სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა მიმართული.

პროექტის ფარგლებში იურიდიულ კლინიკას იურიდიული ეთიკისმიმართულება დაემატება და უფასოდ მოემსახურება მოქალაქეებს, რომლებიც დაზარლდნენ რომელიმე იურიდიული ეთიკის დარღვევის გამო (ეთიკის კომისია, სასამართლო ეთიკა, ბრალმდებლის ეთიკა, მედიატორთა ეთიკა და ა.შ). უპირატესობა მიენიჭება დისკრიმინაციის შემთხვევებსა და (განსაკუთრებით ეროვნების, რელიგიური აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით) სოციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებს.

იმისათვის, რომ რეგიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმაც ისარგებლონ აღნიშნული მომსახურებით, დაიგეგმება ონლაინკონსულტაციები.

  • იურიდიული ეთიკის ონლაინპლატფორმის შექმნა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ვებგვერდის ბაზაზე შეიქმნება ონლაინპლატფორმა. პტაფორმის მეშვეობით იურდიული ეთიკის შესახებ ინფორმაცია ერთ ვებგვერდზე იქნება თავმოყრილი (ახალი ამბები, რეგულაციები, სასამართლოს გადაწყვეტილებები და ანალიზი, სტატიები, კვლევები, ვიდეო ლექციები და ა.შ). ონლაინპლატფორმა ხელს შეუწყობს დაინტერესებული პირებისათვის რელევანტურ ინფორმაციაზე წვდომას და საზოგადოებრივი თვითშეგნების ამაღლებას.

  • ყოველწლიური კონფერენცია იურიდიული ეთიკის შესახებ

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია სამართლის სფეროს პროფესიონალთა თავმოყრა და იურდიულ ეთიკასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება და ახალი ინფორმაციის მიღება. ერთი კონფერენცია ჩატარდება პროექტის განხორციელების პერიოდშიც.

  • საჯარო ლექციები

საჯარო ლექციების ძირითადი მიზანი იქნება იურიდიული ეთიკის შესახებ სტუდენტთა და დაინტერესულ პირთა თვითშეგნების ამაღლება. სამი საჯარო ლექცია ჩატარდება პროექტის განხორციელების დროს, სადაც მოწვეული ექსპერტი ისაუბრებს იურდიული ეთიკის ყველაზე პრობლემურ და აქტუალურ საკითხებზე. 

სხვა აქტივობები

პროექტის ფარგლებში იგეგმება საჯარო აქტივობებში მონაწილეობა, რათა გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა იურიდიული ეთიკის შესახებ და ხელი შეეწყოს სტრატეგიული პარტინიორობის ფორმირებას, რათა მიღწეულ იქნას პროექტის მიზნები.

პროექტის გუნდი:

სოფიო ჩაჩავა - თავმჯდომარე;

ირაკლი კორძახია - ვიცეთავმჯდომარე;

ანა ლომთაძე - ადმინისტრაციული კოორდინატორი;

თამარ ხატიაშვივილი - უფროსი მკვლევარი, იურიდიული კლინიკის დირექტორი;

მარიამ ბერიძე - მკვლევარი და ლოჯისტიკის ასისტენტი;

ნინო შიუკაშვილი - ფინანსური ასისტენტი.

 

საჯარო ლექცია - საადვოკატო ეთიკის პრაქტიკული გამოწვევები