პროექტები
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი 2015 წლის დეკემბრიდან მონაწილეა პროექტის - „ევროპული კვლევების განვითარების ქსელი კავკასიაში“ (Descnet). პროექტში ჩართულია ცხრა უნივერსიტეტი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის:
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი)
გრაცის (კარლ-ფრანცის) უნივერსიტეტი (ავსტრია)
იედიტეპეს უნივერსიტეტი (თურქეთი)
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (საქართველო)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი (საქართველო)
ხაზარის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი)
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სომხეთი)
აღნიშნული პროექტის მიზანია ევროპული კვლევების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საქართველოში. პროექტის მუშაობის შედეგად შეიქმნა სამეცნიერო საზოგადოება - „ევროპული კვლევების ასოციაცია კავკასიისათვის“ - (AESC). ასოციაცია კავკასიის რეგიონში ევროკავშირის თემატიკაზე მომუშავე ლიდერი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია რეგიონის განვითარებისა და პარტნიორი ინსტიტუციების ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებულია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი გაგა გაბრიჩიძე.
პროექტის სამი ძირითადი მიმართულებაა: სწავლება, კვლევების გაუმჯობესება და გავრცელება.
დესკნეტის საინფორმაციო ბიულეტენი_1-2016.pdf
დესკნეტის საინფორმაციო ბიულეტენი_2-2016.pdf |
დესკნეტის საინფორმაციო ბიულეტენი_3-2016.pdf
დესკნეტის საინფორმაციო ბიულეტენი_4-2016.pdf |