პროგრამები

სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (BLS)

სწავლების ენა: ქართული /ინგლისური

ხანგძლივობა: 6 სთ (1 დღე)

სამიზნე ჯგუფი: სამედიცინო პერსონალი: ექიმები, ექთნები პარამედიკოსები; სამედიცინო მიმართულების სტუდენტები და რეზიდენტები; არასამედიცინო პერსონალი.

სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (Basic Life Support (BLS) გადაუდებელი და რეანიმაციული მიმართულების საბაზისო კურსია. მისი მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მოზრდილებში სიცოცხლის გადარჩენის საწყისი საფეხურების განხორციელება როგორც ჰოსპიტალში, ასევე ჰოსპიტალს გარეთ, რაც უზრუნველყოფს გულის უეცარი გაჩერების დროს დაზარალებულისთვის მაქსიმალურად კეთილსაიმედო გამოსავალის მიღწევას.

კურსი მსმენელებს შეასწავლის:

  • მაღალი ხარისხის გულ-ფილტვის რეანიმაციის კონცეფციას;
  • გულის გაჩერების ამოცნობას;
  • გულ-ფილტვის რეანიმაციის ალგორითმს 2015 წელს ევროპის რეანიმაციის საბჭოს (ERC) მიერ მიღებული ცვლილებების შესაბამისად;
  • სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვს მოზრდილებში;
  • ერთი და ორი მაშველის მიერ გულ-ფილტვის რეანიმაციის განხორცილებას მოზრდილებში;
  • ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენებას;
  • ხელოვნური სუნთქვის ტექნიკას პარკ-სარქვლოვანი ტომრისა და ნიღბის გამოყენებით;
  • დამხმარე სუთქვის ჩატარებას მოზრდილებში;
  • გულ-ფილტვის რეანიმაციას ტრაქეის ინტუბაციის პირობებში;
  • რეანიმაციულ ღონისძიებებს უცხო სხეულის გადაცდენის დროს მოზრდილებში;
  • გუნდურ მუშაობას რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების დროს.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ ევროპის რეანიმაციის საბჭოს (European Resuscitation Council)  სერტიფიკატებს.

კურსი ასევე აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.