პროგრამები

სამართლის სადოქტორო პროგრამა

სადოქტორო პროგრამის ფარგლებში კვლევის ძირითადი მეთოდების გაცნობა ხდება პირველ სემესტრში სპეციალური სავალდებულო სასწავლო კურსის (სადოქტორო კვლევის ძირითადი ინსტრუმენტები) მეშვეობით. იგი საშუალებას აძლევს სტუდენტს, გაეცნოს სადოქტორო კვლევის ორგანიზების მეთოდებს, პირველად წყაროებთან მუშაობისა და მეორადი წყაროების გამოყენების სპეციფიკას. ძირითადი მეთოდი არის „გააკეთე და ისწავლე“, ვინაიდან სტუდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კომპონენტები.

სემინარისაგან განსხვავებით, რომელიც სასწავლო კომპონენტია და, შედეგად, არ არის დაკავშირებული სადოქტორო ნაშრომთან, კოლოკვიუმი სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კომპონენტია და დისერტაციის ნაწილს შეადგენს. თავის მხრივ, ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევა კოლოკვიუმისგან იმით განსხვავდება, რომ არის მითითებების მიღების ფართო შესაძლებლობა იმ დროს, როცა კოლოკვიუმი უპირატესად დამოუკიდებელ მუშაობას ემყარება. ხელმძღვანელობით განხორციელებული კვლევისა და დამოუკიდებლად ჩატარებული კოლოკვიუმის გონივრული ნაზავი (თითოეული 15-კრედიტიანი კომპონენტია) ხელს უწყობს, შესაბამისად, დამოუკიდებელი და ინტერაქტიული მუშაობით განპირობებული უნარების განვითარებას.

კვალიფიკაცია:

სამართლის დოქტორი

კრედიტი / ხანგრძლივობა:

180 კრედიტი / 3 წელი

სწავლების ენა:

ქართული/ინგლისური