პროგრამები

სამართლის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანია ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება სამართლის მნიშვნელობის გაცნობიერებით, შედარებით სამართლებრივი კვლევებით, საერთაშორისო სამართლებრივი მიღწევებით, პროფესიული უნარების განვითარებითა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ ღირებულებათა ფორმირების ხელშეწყობით. სტუდენტი ინდივიდუალური პროფილის ფორმირებას ახორციელებს სამართლის განსხვავებული სპეციალიზაციის საგნების კონცენტრაციით. პროგრამით გამოკვეთილია თეორიული კომპონენტების პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, ასევე სტუდენტის ინტეგრირება პროფესიულ გარემოსა და კვლევით საქმიანობაში.

სავალდებულო კომპონენტები ითვალსწინებს სხვადასხვა პრაქტიკული და კვლევითი უნარის განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო ჯგუფებს. იურიდიული კლინიკები უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევის სწავლებას. სტუდენტი „სწავლობს კეთებით“.

გათვალისწინებულია ინტეგრირებული სწავლების კომპონენტები, რაც სამართლის ინსტიტუტების ისტორიული განვითარების გააზრებისა და სხვადასხვა დისციპლინაში განსახილველი საკითხების ურთიერთკავშირის გამოკვეთის საშუალებას იძლევა. პროგრამის კომპონენტები ავსებს ერთმანეთს. დომინირებს სამართლის ინსტიტუტების შედარებითსამართლებრივი სწავლების მეთოდი. გამოიყენება რეპეტიტორიუმის (კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის) მეშვეობით პროფესიაში შესვლის გაადვილების მექანიზმები, რომლებშიც ინტეგრირებულია საერთაშორისო სამართლის ელემენტები.

კვალიფიკაცია: 

სამართლის ბაკალავრი

კრედიტი / ხანგრძლივობა: 

240 კრედიტი / 4 წელი 

სწავლის წლიური ღირებულება:

2,250 ლ 

სწავლების ენა:

ქართული