პროგრამები

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს, გააცნობიერონ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების არსი და აღჭურვოს ისინი მულტიკულტურულ გარემოში მუშაობისთვის და საერთაშორისო დონეზე თავის კოპეტენტურად კონკურენტულად წარმოჩენისთვის საჭირო უნარებით. პროგრამის მიზანია, რომ კურსდამთავრებულს კარგად ჰქონდეს გაცნობიერებული მსოფლიოს არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური განზომილებები. იგი სტუდენტებს დაეხმარება გააცნობიერონ პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში მიმდინარე სამეცნიერო დებატები ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკის ანალიზის, შეფასებისა და განხილვის, პოლიტიკური კომუნიკაციის, სოციოლოგიის, პოლიტიკური ფილოსოფიის, საჯარო პოლიტიკისა და სხვა დაკავშირებული დისციპლინების მეშვეობით. ამასთანავე, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ პროფესიული გამოცდილება ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში და შეიძინონ ცოდნა და პრაქტიკული უნარები ლიდერობის, მართვის, ფინანსების/ბუღალტრული აღრიცხვის, მარკეტინგის და ბიზნესკომუნიკაციის სფეროებში. ალტერნატივის სახით სტუდენტები შეძლებენ, შეისწავლონ საერთაშორისო სამართალი, რაც დაეხმარება მათ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების უკეთ გააზრებაში სამართლებრივი თვალსაზრისით. კურსდამთავრებულები გამოიმუშავებენ საერთაშორისო დონეზე ინტერესთა კონფლიქტის გადაჭრისთვის გამოყენებადი სამართლებრივი ინსტრუმენტების, საერთაშორისო მექანიზმებისა და საშუალებების მიზნების გაცნობიერების პრაქტიკულ უნარებს.

კვალიფიკაცია: 

სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი საერთაშორისო ურთიერთობებში

სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი პოლიტიკაში

კრედიტი / ხანგრძლივობა:

240 კრედიტი / 4 წელი

სწავლების ენა:

ინგლისური