პროგრამები

ნეირორეაბილიტაციის სემინარი

2016 წლის 23-25 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი თემაზე: „ნეირორეაბილიტაცია - თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები”. სემინარს უძღვებოდა პროფესორი ბრიგიტა იანი.

სემინარზე განხილულ იქნა: ნეირორეაბილიტაციის პრინციპები და თანამედროვე მიდგომები, თავისა და ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტების ნეირორეაბილიტაცია, ინსულტის- და ტრავმისშემდგომი ნეირორეაბილიტაციის თავისებურებები.

სემინარის ფარგლებში პროფესორმა ბრიგიტა იანმა კუნსულტაცია ჩაუტარა ცერებრალური დამბლის და სხვა ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებს.

აღსანიშნავია, რომ პროფესორი ბრიგიტა იანი მოაწილეობას მიიღებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმართვაში ფიზიკური მედიცინისა და  რეაბილიტაციის მიმართულებით. მისი ორგანიზებით მოხდება საზაფხულო პრაქტიკების მოწყობა შვეიცარიის წამყვან სარეაბილიტაციო კლინიკებში.