პროგრამები

მოსამზადებელი ტრენინგი Willem C. Vis-ის პროცესისთვის

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში, 2016 წლის 1-2 ოქტომბერს, ჩატარდა ტრენინგები საარბიტრაჟო სამართალში, რომლის მიზანი იყო სტუდენტების მომზადება Willem C. Vis სახელობის იმიტირებული პროცესისთვის. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებმა. ინტენსიური ტრენინგების კურსი ეძღვნებოდა სამართლებრივ წერას, საერთაშორისო საარბიტრაჟო სამართალს, აგრეთვე საერთაშორისო კონკურსის მუშაობის პრინციპებს. ღონისძიება ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია AIG-სა და UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით.

Willem C. Vis  სახელობის  იმიტირებული პროცესი ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრია, რომელშიც 300-მდე გუნდი მონაწილეობს მსოფლიო მასშტაბით. შეჯიბრი, ყოველ წელს, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში  ტარდება და ის სტუდენტებს საერთაშორისო კომერციულ სამართალში შესაბამის უნარებს გამოუმუშავებს.