პროგრამები

მოგების გადასახადის ახალი მოდელი

2016 წლის 13-14 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი მოგების ახალი მოდელის შესახებ, რომელსაც უძღვებოდა რუსლან ახალაია, საერთაშორისო კომპანია Dechert LLP-ის უფროსი იურისტი. 

სემინარზე განხილულ იქნა მოგების გადასახადის ახალი სისტემის ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი: გადასახადის გადამხდელი, დაბეგვრის ობიექტი რეზიდენტი საწარმოებისათვის და მუდმივი დაწესებულებებისათვის, დაბეგვრის ბაზა, შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებში რეგისტრირებულ პირებისათვის და ფიზიკური პირებისათვის განხორციელებული გადახდების (სესხები, ავანსები, და სხვა) საგადასახადო მოპყრობა.

მოგების გადასახადის ახალი სისტემა, სავარაუდოდ, 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

სემინარის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.