საბაკალავრო პროგრამები

სამართლის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანია ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება სამართლის მნიშვნელობის გაცნობიერებით, შედარებით სამართლებრივი კვლევებით, საერთაშორისო სამართლებრივი მიღწევებით, პროფესიული უნარების განვითარებითა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ ღირებულებათა ფორმირების ხელშეწყობით. სტუდენტი ინდივიდუალური პროფილის ფორმირებას ახორციელებს სამართლის განსხვავებული სპეციალიზაციის საგნების კონცენტრაციით.

სამედიცინო რეაბილიტაციისა და საექთნო საქმის პროგრამა

პროგრამის მიზანია დაეხმაროს სტუდენტებს ჯანმრთელობის დაცვის მეცნიერებების (რეაბილიტაცია და საექთნო საქმე) ფარგლებში აითვისონ საჭირო უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარება მათ იყვნენ კომპეტენტურნი და კონკურენტუნარიანნი ჯანდაცვის სექტორის სხვადასხვა ტიპის სამუშაო გარემოში. პროგრამა მიზნად ისახავს მოამზადოს მაღალკვალიფიციური კადრები, რომელთაც ექნებათ ჯანდაცვის სექტორში დასაქმების მაღალი შანსი.

ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამა

პროგრამის მიზანია, სტუდენტებს შესთავაზოს მრავალმხრივი განათლება ბიზნესის მართვის და/ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. სტუდენტებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანი გააკეთონ შეთავაზებულ მრავალფეროვან საგნებს შორის და არ შემოიფარგლონ მხოლოდ ერთი, კონკრეტული კონცენტრაციით, რაც საშუალებას აძლევს მათ, გაიფართოონ ცოდნა და თავად შეარჩიონ სასურველი აკადემიური ხარისხი. 

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

პროგრამა უპირატესად შემუშავებულია იმისათვის რომ სტუდენტებს შესთავაზოს მრავალმხრივი განათლება ბიზნესის მენეჯმენტის სფეროში. სტუდენტები მიიღებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს მენეჯმენტის, ფინანსების, ბუღალტერიის, მარკეტინგის და ბიზნესის კომუნიკაციის სფეროებში. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ დამატებითი კვალიფიკაცია სხვადასხვა შეთავაზებულ დარგში.

პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

პროგრამის მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს, გააცნობიერონ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების არსი და აღჭურვოს ისინი მულტიკულტურულ გარემოში მუშაობისთვის და საერთაშორისო დონეზე თავის კოპეტენტურად კონკურენტულად წარმოჩენისთვის საჭირო უნარებით.