სამაგისტრო პროგრამები

შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის მიზანია შედარებითი კერძო და/ან საერთაშორისო სამართლის სფეროში საჭირო კომპეტენციების განვითარება, როგორც საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ ეროვნულ, ისე საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ დაწესებულებებში საქმიანობის წარმართვისთვის; შესაბამისი სფეროს უახლესი მიღწევების გაცნობა და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარის განვითარება.

სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. აღჭურვოს ისინი მულტიდისციპლინარულ გუნდში მუშაობისთვის და საერთაშორისო დონეზე კონკურენტულ გარემოში წარმოჩენისთვის საჭირო ცოდნით და უნარებით. 

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის მიზანია, სტუდენტები აღზარდოს ფართო განათლების მქონე საწარმოთა მენეჯერებად, აღმასრულებელ პირებად და/ან მეწარმეებად,რომელთაც კარგად ესმით ბიზნესის არსი და ფლობენ სხვადასხვა ბიზნეს სიტუაციაში და ბიზნეს საკითხების მიმართ გამოყენებადი საშუალებებისა და მეთოდების ფართო სპექტრს.