სადოქტორო პროგრამები

სამართლის სადოქტორო პროგრამა

სადოქტორო პროგრამის ფარგლებში კვლევის ძირითადი მეთოდების გაცნობა ხდება პირველ სემესტრში სპეციალური სავალდებულო სასწავლო კურსის (სადოქტორო კვლევის ძირითადი ინსტრუმენტები) მეშვეობით. იგი საშუალებას აძლევს სტუდენტს, გაეცნოს სადოქტორო კვლევის ორგანიზების მეთოდებს, პირველად წყაროებთან მუშაობისა და მეორადი წყაროების გამოყენების სპეციფიკას.

მედიცინის სადოქტორო პროგრამა

პროგრამის მიზანია პიროვნების თავისუფალი განვითარების ხელშეწყობა და ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება არსებული ცოდნის გაღრმავებისა და ახალი და ეფექტური მეთოდების დანერგვის გზით მედიცინაში. კვლევისა და სწავლებისთვის საჭირო კომპეტენციათა განვითარების ხელშეწყობა ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს VIII დონის შესაბამისად.