სიახლეები

იურიდიული ფირმა BLC-ის დასაქმების შეთავაზების პრეზენტაცია

7 ოქტ 2014
2014 წლის 10 ოქტომბერს, 18:00 საათზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში პრეზენტაციას გამართავს იურიდიული ფირმა BLC.პრეზენტაციის მიზანია BLC-ის სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების შეთავაზების პირობების გაცნობა დაინტერესებული სტუდენტებისათვის.შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს.
მეტი

ნეირომეცნიერების III საერთაშორისო სიმპოზიუმი "ნიუ ვიჟენ" - უნივერსიტეტში

6 ოქტ 2014
2014 წლის 4 ოქტომბერს „ნიუ ვიჟენ“ – უნივერსიტეტმა უმასპინძლა თბილისში 2–4 ოქტომბერს ივანე ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით ნეირომეცნიერების III საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებას ეგიდით – „ნეიროპლასტიკურობა: ნერვული სუბსტრატი ჯანმრთელობისა და დაავადების დროს. ახალი მიდგომები და კვლევა“.
მეტი

„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის გუნდი ევროპის სამართლის საერთაშორისო შეჯიბრზე

2 ოქტ 2014
„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის გუნდი ევროპის სამართლის საერთაშორისო შეჯიბრზეცხადდება სტუდენტების შერჩევა „ნიუ ვიჟენ" _ უნივერსიტეტის სახელით 2014 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის იმიტირებული სასამართლო პროცესი ტარდება 1996 წლიდან ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს ეგიდითა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ბრიტანული სამართლის ცენტრის ორგანიზებით.
მეტი

კლინიკის გავლის მსურველთა რეგისტრაციის ვადები

1 ოქტ 2014
„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში 2014 წლის ივლისის თვიდან მოქმედებს იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევის სწავლებას - სტუდენტი „სწავლობს კეთებით“, რაც სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა მიმართული.იურიდიული დახმარების ცენტრი 2014 წლის 10 ოქტომბრიდან განაგრძობს საქმიანობას ახალი შემადგენლობით.
მეტი

Pages