სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი განათლების რეგიონულ გამოფენის ფარგლებში რუსთავსა და თელავს ეწვია

17 ნოე 2015
16 და 17 ნოემბერს, განათლების რეგიონული გამოფენის ფარგლებში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი რუსთავსა და თელავს ეწვია. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ აბიტურიენტებს უნივერსიტეტის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.
მეტი

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმების ვიზიტი თიანეთში

11 ნოე 2015
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმების ჯგუფი თიანეთს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას კიბოსწინარე დაავადებების პრევენციის მიზნით, სამედიცინო-დიაგნოსტიკური სერვისები უსასყიდლოდ შესთავაზეს. ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ექიმებმა ორასზე მეტი ადგილობრივი პაციენტი გასინჯეს.
მეტი

იურიდიული დახმარების ცენტრი მუშაობას განახლებული შემადგენლობით განაგრძობს

9 ნოე 2015
2015 წლის 11 ნოემბრიდან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრი მუშაობას განახლებული შემადგენლობით განაგრძობს. ცენტრის სახელით იურიდიულ მომსახურებას ადვოკატების ზედამხედველობით  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და კონკურსის წესით შერჩეული სტაჟიორებიც გაუწევენ.
მეტი

კიბოს პრევენციის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ღონისძიებები გაიმართა

2 ნოე 2015
31 ოქტომბერს, Avon-ის ორგანიზებითა და პარტნიორების - ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და ფონდის ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ თანამონაწილეობით თბილისში ვარდისფერი მსვლელობა და კონცერტი გაიმართა. მსვლელობა მიზნად  ისახავდა ინფორმაციის გავრცელებას ძუძუს კიბოს პრევენციისათვის გამოკვლევის დროული ჩატარების აუცილებლობის შესახებ.
მეტი

31 ოქტომბრის ღონისძიებები კიბოს პრევენციისათვის გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად

30 ოქტ 2015
31 ოქტომბერს, 13:00-ზე, Avon-ის ორგანიზებითა და პარტნიორების - ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისა და ფონდის ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ თანამონაწილეობით თბილისში ვარდისფერი მსვლელობა და კონცერტი გაიმართება. მსვლელობის მიზანია ინფორმაციის გავრცელება ძუძუს კიბოს პრევენციისათვის გამოკვლევის დროული ჩატარების აუცილებლობის შესახებ.
მეტი

Pages