სიახლეები

ტრენინგი საარბიტრაჟო სამართალში

28 ნოე 2014
28 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იურისტებისათვის საარბიტრაჟო სამართალში ტრენინგი ჩატარდა.ტრენინგი, რომელსაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, სოფიო ტყემალაძე უძღვებოდა, საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟების, ასევე საინვესტიციო ხელშეკრულებებში საარბიტრაჟო დათქმების განხილვას დაეთმო.  
მეტი

სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალის პრეზენტაცია

28 ნოე 2014
2014 წლის 28 ნოემბერს „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის - „სამართლისა და იუსტიციის რეფორმების კონსულტაცია” სამხრეთ კავკასიაში და ელსა საქართველოს ერთობლივი სტუდენტურ სამართლებრივი ჟურნალის 2014 წლის ნომრის პრეზენტაცია.
მეტი

მემორანდუმი საქართველოს ტელემედიცინის კავშირთან

27 ნოე 2014
2014 წლის 27 ნოემბერს საქართველოს ტელემედიცინის კავშირსა და „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.თანამშრომლობა მიზნად ისახავს სამედიცინო განათლების ხელშემწყობი, სამეცნიერო და გამოყენებითი პროექტების განვითარებას ტელემედიცინისა და ელექტრონული ჯანდაცვის მიმართულებით.
მეტი

თანამშრომლობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

22 ნოე 2014
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესიდან გამომდინარე, „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ჩამოყალიბებულია შედეგებზე ორიენტირებული პარტნიორული ურთიერთობა.
მეტი

სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალის პრეზენტაცია

21 ნოე 2014
2014 წლის 28 ნოემბერს, 17:00 საათზე „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში გაიმართება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის - „სამართლისა და იუსტიციის რეფორმების კონსულტაცია” სამხრეთ კავკასიაში და ელსა საქართველოს ერთობლივი სტუდენტურ სამართლებრივი ჟურნალის 2014 წლის ნომრის პრეზენტაცია.
მეტი

Pages