სიახლეები

ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორის, დელვინ ჰარნიშის ვიზიტი და საჯარო ლექცია

23 მარ 2015
27 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს ნებრასკას (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი, დელვინ ჰარნიში ეწვია და უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე - „ლიდერობა და სტუდენტის როლი საზოგადოების განვითარებაში“.პროფესორი ჰარნიში ასევე შეხვდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს. მათ შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და შეხვედრის დასასრულს სამახსოვრო ფოტოები ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ნაჩუქარი დროშის ფონზე გადაიღეს.
მეტი

საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შეჯიბრის მონაწილეთა საჯარო მოსმენა

21 მარ 2015
21 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის Willem C.Vis სახელობის შეჯიბრის მონაწილე გუნდის საჯარო მოსმენა გაიმართა.Willem C.Vis სახელობის იმიტირებული პროცესების საერთაშორისო შეჯიბრის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის საერთაშორისო ბიზნესისა და საარბიტრაჟო სამართალში ცოდნის გაღრმავება და საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო უნარების განვითარება.
მეტი

დაიწყო საჯარო ლექციების სერია ეფექტურ კომუნიკაციაში

14 მარ 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ეფექტური კომუნიკაციის სასწავლო კურსი დაიწყო.კურსი დებატების კლუბის ფორმატითაა გათვალისწინებული და მისი მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს ეფექტური კომუნიკაციისათვის აუცილებელი ძირითადი პრინციპები, განუვითაროს მათ აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბებისა და მკაფიო გზავნილის ფორმირების უნარი, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით.
მეტი

საჯარო ლექცია თემაზე: ანაზღაურების სისტემები და მეთოდოლოგია

11 მარ 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 11 მარტს გაიმართა კესო ჩაჩავას საჯარო ლექცია თემაზე "შრომის ანაზღაურების სისტემები და მეთოდოლოგია".საჯარო ლექციას ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბიზნესისა და სამართლის სკოლის სტუდენტები დაესწრნენ.
მეტი

იურიდიული დახმარების ცენტრში პრაქტიკის გავლის მსურველთა რეგისტრაცია

10 მარ 2015
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში 2014 წლის ივლისიდან მოქმედებს იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივი საკითხების ფართო სპექტრში ორიენტაციისა და საზოგადოებაში გავრცელებული პრობლემების მოგვარების ქმედითი გზების შერჩევის სწავლებას - სტუდენტი „სწავლობს კეთებით“, რაც სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზეა მიმართული.იურიდიული დახმარების ცენტრი 2015 წლის 30 მარტიდან საქმიანობას ახალი შემადგენლობით განაგრძობს.
მეტი

Pages