სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მედია სამართლის სემინარი გაიმართა

29 აპრ 2015
28 და 29 მარტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მედია სამართლის სემინარი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიის ოცდათხუთმეტმა იურისტმა მიიღო.სემინარზე განიხილეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით მაუწყებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოსალოდნელი ცვლილებები, მომხმარებელთა (მაყურებლის/მსმენელის) უფლებებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, რეკლამის დამკვეთის, დამამზადებლისა და გამავრცელებლის პასუხისმგებლობის ფარგლები და მედიის საქმიანობის რეგულირების სხვა აქტუალური თემები. 
მეტი

საჯარო ლექცია თემაზე "სასაქონლო ნიშნების დაცვა საქართველოსა და გერმანიაში"

24 აპრ 2015
28 აპრილს, 18:00-ზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „სასაქონლო ნიშნების დაცვა საქართველოსა და გერმანიაში - შედარებითსამართლებრივი ანალიზი“.ლექციას, გაუძღვება ნინო ბახტაძე, LL.M. Eur., სამართლის დოქტორი (კიოლნის უნივერსიტეტი, გერმანია), საქართველოს რეგისტრირებული პატენტრწმუნებული, ინტელექტუალური საკუთრებისა და სადაზღვევო სამართლის სფეროში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილებით.
მეტი

ემერჯენსი დიღომი 24 საათიანი ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული სამედიცინო მომსახურების განხორციელებას იწყებს

14 აპრ 2015
14 აპრილიდან ემერჯენსი დიღომი ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პაციენტებს ახალ 24-საათიან ტრავმატოლოგიურ და ორთოპედიულ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. 
მეტი

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სასწრაფო სამედიცინო მიმღები - ემერჯენსი დიღომი გაიხსნა

4 აპრ 2015
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადაუდებელი მედიცინისა და ვიტალური ფუნქციების მართვის ცენტრის ბაზაზე სასწრაფო სამედიცინო მიმღები - ემერჯენსი დიღომი გაიხსნა.ემერჯენსი მომხმარებლებს თვისობრივად და ხარისხობრივად ახალ მომსახურებას  სთავაზობს და მნიშვნელოვნად აფართოებს საუნივერსიტეტო კლინიკის გამტარუნარიანობას.
მეტი

უფასო სამედიცინო კვლევების პროგრამა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში

2 აპრ 2015
ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ეივონის (AVON) მამოგრაფიის კაბინეტი განაგრძობს სარძევე ჯირკვლის უფასო სამედიცინო კვლევების პროგრამას. ჰოსპიტალში მამოლოგიის მიმართულებას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი კოხრეიძე ხელმძღვანელობს.პათოლოგიული პროცესების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში დაავადების 98% განკურნებადია. შესაბამისად, დროული კვლევა წარმოადგენს დაავადების გართულების პრევენციის საუკეთესო საშუალებას.პროგრამის ფარგლებში პაციენტს შეუძლია უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი მომსახურება:მამოლოგის კონსულტაცია
მეტი

Pages