სიახლეები

სტუდენტების შეხვედრა BLC-სთან იურიდიული კარიერის განვითარების პერსპექტივებზე

14 ოქტ 2014
10 ოქტომბერს შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის სტუდენტებს საქართველოში ერთერთი წამყვანი იურიდიული კომპანიის, BLC-ს წარმომადგენლები შეხვდნენ.პრეზენტაციის მიზანი სტუდენტებისთვის BLC-ში სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების შეთავაზების პირობების გაცნობა იყო.
მეტი

მედიცინის ინტეგრირებული სასწავლო პროგრამის განხორციელება დაიწყო!

13 ოქტ 2014
„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში დაიწყო მედიცინის ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება. პროგრამაში სწავლება, სწავლა და შეფასება ხორციელდება კურსდამთავრებულთა წინასწარგანსაზღვრული კომპეტენციების საფუძველზე, ე.ი. საგანმანათლებლო პროცესის ნებისმიერი დეტალი განსაზღვრულია „თავიდან ბოლომდე“ პრინციპის შესაბამისად. ამ საგანმანათლებლო მიდგომის მეშვეობით კურსდამთავრებულთა კომპეტენციები სრულ შესაბამისობაშია სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან.
მეტი

ბაკალავრიატის სტუდენტების პირველი სამუშაო დღე „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში!

13 ოქტ 2014
სამართლის საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს თეორიული კომპონენტების პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას და სტუდენტის ინტეგრირებას პროფესიულ გარემოსა და კვლევით საქმიანობაში. 
მეტი

საორიენტაციო შეხვედრა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან

11 ოქტ 2014
10 ოქტომბერს „ნიუ ვიჟენ“ – უნივერსიტეტში გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან.სტუდენტებმა მედიცინის სკოლის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამა, მისი აგებულება და სპეციფიკა, სწავლების მეთოდები, პროგრამის ძირითადი და არჩევითი კომპონენტები.სტუდენტებმა თავად დაგეგმეს საკუთარი სალექციო განრიგი, ასევე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს სასურველი დამატებითი კომპონენტები.
მეტი

იურიდიული ფირმა BLC-ის დასაქმების შეთავაზების პრეზენტაცია

7 ოქტ 2014
2014 წლის 10 ოქტომბერს, 18:00 საათზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში პრეზენტაციას გამართავს იურიდიული ფირმა BLC.პრეზენტაციის მიზანია BLC-ის სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების შეთავაზების პირობების გაცნობა დაინტერესებული სტუდენტებისათვის.შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს.
მეტი

Pages