სიახლეები

პრეზენტაცია - თანამედროვე ტექნოლოგიები მედიცინაში

17 ოქტ 2014
"ნიუ ვიჟენ" - უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკატერინე კლდიაშვილის ორგანიზებით 2014 წლის 14 ოქტომბერს საქართველოს ტელემედიცინის კავშირის (ასოციაცია) მიერ ჩატარდა სადემონსტრაციო დღე - პრეზენტაცია "თანამედროვე ტექნოლოგიები მედიცინაში".
მეტი

შპს „ტესტი - დიაგნოსტიკას“ საუნივერსიტეტო ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა

17 ოქტ 2014
საქართველოში სამედიცინო განათლების ხარისხისა და სამედიცინო-ლაბორატორიული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შპს „ტესტი–დიაგნოსტიკასა“ და „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტს შორის 2014 წლის 13 ოქტობერს ხელშეკრულება გაფორმდა.
მეტი

სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის მე-2 ეროვნულ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას

15 ოქტ 2014
სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები - ანა აღლაძე, ნიკა სერგია, მამუკა ბუბუტეიშვილი და ნინო ბაგაშვილი - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სახელით საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში მე-2 ყოველწლიურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.იმიტირებული პროცესების შეჯიბრის მიზანია საქართველოში საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის პოპულარიზაცია და სამართლის სკოლების სტუდენტებისათვის შესაბამისი კვლევითი, წერითი და ადვოკატირების უნარების გაუმჯობესება.
მეტი

სტუდენტების შეხვედრა BLC-სთან იურიდიული კარიერის განვითარების პერსპექტივებზე

14 ოქტ 2014
10 ოქტომბერს შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურის სტუდენტებს საქართველოში ერთერთი წამყვანი იურიდიული კომპანიის, BLC-ს წარმომადგენლები შეხვდნენ.პრეზენტაციის მიზანი სტუდენტებისთვის BLC-ში სტაჟირებისა და შემდგომი დასაქმების შეთავაზების პირობების გაცნობა იყო.
მეტი

მედიცინის ინტეგრირებული სასწავლო პროგრამის განხორციელება დაიწყო!

13 ოქტ 2014
„ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში დაიწყო მედიცინის ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება. პროგრამაში სწავლება, სწავლა და შეფასება ხორციელდება კურსდამთავრებულთა წინასწარგანსაზღვრული კომპეტენციების საფუძველზე, ე.ი. საგანმანათლებლო პროცესის ნებისმიერი დეტალი განსაზღვრულია „თავიდან ბოლომდე“ პრინციპის შესაბამისად. ამ საგანმანათლებლო მიდგომის მეშვეობით კურსდამთავრებულთა კომპეტენციები სრულ შესაბამისობაშია სამედიცინო განათლების საერთაშორისო სტანდარტებთან.
მეტი

Pages