სიახლეები

გერმანიის ბუნდესთაგის განათლების კომიტეტის მომხსენებელი დეპუტატის ვიზიტი უნივერსიტეტში

28 ოქტ 2014
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტს გერმანიის ბუნდესთაგის განათლების კომიტეტის მომხსენებელი დეპუტატი, დოქტორი თომას ფაისტი ეწვია.
მეტი

ტრენინგი სახელმწიფო მოხელეებისთვის, თემაზე: „საჯარო და კერძო სამართლებრივი ურთიერთობების გამიჯვნა“

24 ოქტ 2014
24 ოქტომბერს გაიმართა სახელმწიფო მოხელეთა ტრენინგი თემაზე: „საჯარო და კერძო სამართლებრივი ურთიერთობების გამიჯვნა“, რომელიც საპრივატიზებო ურთიერთობიდან გამომდინარე გამიჯვნის პრაქტიკულ პრობლემებს დაეთმო.ტრენინგი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლემ, ნათია წკეპლაძემ და პროფესორმა დავით კერესელიძემ ჩაატარეს.
მეტი

საინფორმაციო შეხვედრა ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო შეჯიბრის შესახებ

21 ოქტ 2014
21 ოქტომბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა.უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საქართველოში შეჯიბრის ადგილობრივი ადმინისტრატორი, ნინო დუნდუა შეხვდა და ჯესაპის საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის პროცედურებისა და იურიდიულ კარიერაში ამ გამოცდილების უპირატესობების შესახებ ესაუბრა.
მეტი

14 და 15 ნოემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელშეკრულებო სამართლის სემინარი გაიმართება

20 ოქტ 2014
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან ერთად 2014 წ 14 და 15 ნოემბერს სახელშეკრულებო სამართლის სემინარს აწყობს.სემინარი ადვოკატების, პრაქტიკოსი იურისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვისაა განკუთვნილი და სახელშეკრულებო სამართლის აქტუალურ საკითხებს მიეძღვნება. სესიებს გაუძღვებიან:დავით კერესელიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესოფიო ჩაჩავა - სამართლის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მეტი

დოქტორანტურის სასწავლო პროცესი დაიწყო!

18 ოქტ 2014
აიწყო სწავლა „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე. სადოქტორო პროგრამის ფარგლებში კვლევის ძირითადი მეთოდების გაცნობა ხდება პირველ სემესტრში სპეციალური სავალდებულო სასწავლო კურსის (სადოქტორო კვლევის ძირითადი ინსტრუმენტები) მეშვეობით. იგი საშუალებას აძლევს სტუდენტს, გაეცნოს სადოქტორო კვლევის ორგანიზების მეთოდებს, პირველად წყაროებთან მუშაობისა და მეორადი წყაროების გამოყენების სპეციფიკას. ძირითადი მეთოდი არის „გააკეთე და ისწავლე“, ვინაიდან სტუდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კომპონენტები.
მეტი

Pages