სიახლეები

ზამთრის სკოლა „სამედიცინო სამართალში“
19 დეკ 2018

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA თბილისი) ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ატარებს ზამთრის სკოლას - „სამედიცინო სამართალში“.

პროექტის მიზანია სტუდენტებისა და ზოგადად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სამედიცინო სამართალში არსებული პრობლემების მიმართ და ამ სფეროში ერთგვარი სადისკუსიო პლატფორმის ჩამოყალიბება.

სკოლის ფარგლებში იმართება შემდეგი პრეზენტაციები და ვორკშოპები:

     ინ ვიტრო განაყოფიერების იურიდიული ასპექტები - თამარ ბადრიძე;

     ჯანდაცვის მენეჯმენტში სუროგაციის საკითხები - მარიამ კუკუნაშვილი;

     სისხლის დონაციის სამართლებრივ-ადმინისტრაციული საკითხები - გიორგი დოლიძე;

     სამედიცინო დავების განხილვის თავისებურებანი - თამარ ლაკერბაია.

პროექტი სრულდება 21 დეკემბერს სისხლის დონაციის აქციით.