სიახლეები

ვორქშოპი თემაზე - სწორი კომუნიკაცია სამუშაო ადგილზე
29 მაისი 2019

19-21 ივლისს, უნივერსიტეტი უმასპინძლებს ვორქშოპს თემაზე: „სწორი კომუნიკაცია სამუშაო ადგილზე“.  

ადამიანი დღის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებს; შესაბამისად მნიშვნელოვანია თანამშრომლებს, ასევე უფროსსა და თანამშრომლებს შორის პოზიტიური კომუნიკაცია. ეს ხელს უწყობს თანამშრომლების მოტივაციასა და კომპანიის წარმატებას.

ვორქშოპის სესიები მიმართულია ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა: აქტიური მოსმენა, კონფლიქტისა და უთანხმოებების მიზეზების ძიება, ინტერესებისა და საჭიროებების გამოვლენა, ნდობის ჩამოყალიბება, რთული დიალოგებისათვის თავის გართმევა, უკუკავშირის გაცემა და მიღება, ემოციების მართვა, დავების პრევენცია და მართვა.

ვორქშოპის დასასრულს მონაწილეები უკეთ შეძლებენ: პრობლემის მიზეზების იდენტიფიცირებასა და გაანალიზებას, ნდობის მოპოვებას, მოსაზრებების კონსტრუქციული ფორმით ჩამოყალიბებას, პრობლემის გადაჭრისაკენ მიმართული შეკითხვების დასმას, ორგანიზაციაში დავების ეფექტიანი მართვისათვის სათანადო საშუალებებისა და პროცესების დანერგვას.

ვორქშოპი განკუთვნილია ყველა რგოლის მენეჯერებისათვის, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე იურისტებისათვის.

მუშაობის ფორმატი: ჯგუფური დისკუსიები, როლური თამაშები, სიმულაციები, წერითი და ვერბალური ანალიზი და თვითრეფლექსია.

ხანგრძლივობა: 3 დღე (24 საათი).

სამუშაო ენა: ინგლისური.

ღირებულება: 300 აშშ დოლარი. შერჩეული მონაწილეები ისარგებლებენ უნივერსიტეტის 2/3 თანადაფინანსებით; ამდენად თითოეული მონაწილის მიერ გადასახდელი თანხა იქნება 100 აშშ-ის დოლარის ეკვივალენტი ლარში.

ტრენერები: გრეგ ბონდი, სოფიო ჩაჩავა, სოფიო ტყემალაძე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი.

ადგილები შეზღუდულია. რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 5 ივლისი, 2019.