სიახლეები

ვორქშოპი ბედნიერებისა და ჯანმრთელობის შესახებ
20 მაისი 2019

28 მაისს, 13:00 სთ-ზე, უნივერსიტეტი უმასპინძლებს ჯ. შუმახერის ვორქშოპს თემაზე - „ბედნიერება, ჯანმრთელობა, მკურნალობა და ჰიპნოზი“.

ვორქშოპზე შუმახერი მსმენელებს გააცნობს კლინიკური ჰიპნოთერაპიის ისტორიას. ის ისაუბრებს ადამიანის გონების აქტივობის შესახებ, იმაზე თუ როგორ გასაზღვრავს ადამიანის არაცნობიერი მის რეალობას. პრეზენტაციის მსვლელობისას მონაწილეებს საშუალება ექნებათ დააკვირდნენ ჰიპნოსტაზს - ჰიპნოთერაპიულ პროცესს. ჰიპნოსტაზი შუმახერის მიერ შექმნილი ტერმინია და გულისხმობს უნიკალურ თერაპევტულ მეთოდს, რომელიც აერთიანებს მედიცინისა და ფსიქოლოგიის მიღწევებს.

ვორქოპი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.

სამუშაო ენა: ინგლისური

მისამართი: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, ეკოკამპუსი, ბოხუას #11.

დასწრება თავისუფალია