სიახლეები

ვიზიტი ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტში
12 ივლისი 2019

10-12 ივლისს, მედიცინის სკოლის პროფესორი რუსუდან სუჯაშვილი კლინიკური ონკოლოგიის მიმართულების ასისტენტ პროფესორთან და დოქტორანტთან, მარიამ აბულაძესთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტში (ავსტრია).

ვიზიტის მიზანი იყო კიბოს კვლევებში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა და შემდგომი განვითარება. 

უნივერსიტეტის პროფესორებმა შეხვედრები გამართეს ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ლაბორატორიისა და კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

სამუშაო ვიზიტი შედგა ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის ირა სკვარცოვას მოწვევით. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი კვლევის განხორციელების შესაძლებლობებზე.