სიახლეები

ვაკანსია კლინიკური უნარების ლექტორის პოზიციაზე
7 სექტემბერი 2018

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კლინიკური უნარების ლექტორის პოზიციაზე.

კლინიკური უნარების სწავლება სხვადასხვა საფეხურზე მოიცავს:

  • საბაზისო საექთნო მანიპულაციებს, პაციენტის მოვლისა და მონიტორინგის პრინციპებს;
  • BLS, პირველადი დახმარებას (first aid) და საბაზისო გადაუდებელ დახმარებას;
  • პრეჰოსპიტალური ტრავმის მართვასა (PHTLS) და მარტივი ნაკერების დადების ტექნიკას; 
  • დახვეწილი ჰოსპიტალური კარდიოვასკულარული დახმარებას როგორც მოზრდილებში, ისე პედიატრიულ ასაკში (ACLS, PALS). 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • რომელიმე ზემოთ ხსენებულ საფეხურზე სწავლების გამოცდილება: საბაზისო საექთნო მანიპულაციების, ასევე BLS, First Aid, PHTLS (პრეჰოსპიტალური ტრავმის), ACLS და PALS ტრენინგების ინგლისურ ენაზე გავლა ჩაითვლება უპირატესობად.
  • კლინიკაში მუშაობის გამოცდილება ან მიმდინარე კლინიკური გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  •  ავტობიოგრაფია (CV);
  •  კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი.


კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  •  აპლიკაციების განხილვას;
  •  გასაუბრებას შერჩეულ კანდიდატებთან.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა დოკუმენტები 2018 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: hr@newvision.ge; წერილის სათაურის ველში სავალდებულოა ვაკანსიის დასახელების მითითება.

საკონტაქტო ინფორმაცია: gberia@newvision.ge