სიახლეები

USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილის ვიზიტი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში
5 ნოემბერი 2019

4 ნოემბერს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე დევიდ ჰოფმანი.
USAID-ის წარმომადგენლის ვიზიტმა დიდი ინტერესი გამოიწვია პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის და სამართლის სკოლის სტუდენტებში.
მოწვეულმა სტუმარმა, ინტერაქტიული შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და კავკასიის რეგიონში  USAID -ის როლის შესახებ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებზე.