სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტიროლის კიბოს კვლევით ინსტიტუტთან
2 სექტემბერი 2019

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ტიროლის კიბოს კვლევით ინსტიტუტს (ინსბრუკი, ავსტრია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელშეწყობას ინოვაციური ტრანსლაციური კვლევითი საქმიანობის დანერგვის გზით. თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტების, სემინარებისა და ტრენინგების განხორცილებას, ასევე კვლევითი რესურსების გაზიარებას მხარეებს შორის.

ტიროლის კიბოს კვლევითი ინსტიტუტი მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც უნივერსიტეტისათვის, ასევე ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისთვის, რომელიც „კიბოს კვლევის ცენტრის - მარტინ დ.აბელოფის ლაბორატორიის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა და საზოგადოებას მუდმივად სთავაზობს უსასყიდლო სკრინინგ პროგრამებს.  

ტიროლის კიბოს კვლევითი ინსტიტუტი ავსტრიის ფედერალური მიწის - ტიროლის საინდუსტრიო წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოებიდან მიღებული დონაციებით დაფუძნდა და მიმდინარე ხარჯების დაფარვა კვლავ მიღებული დონაციებიდან, ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო პროექტებიდან ხორციელდება. ინსტიტუტის მთავარი მიზანი კლინიკაში და ლაბორატორიაში დასაქმებულ მკვლევრებს შორის თანამშრომლობითი და გუნდური გარემოს ჩამოყალიბებაა.