სიახლეები

უფასო სამედიცინო კვლევების პროგრამა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში
2 აპრილი 2015

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ეივონის (AVON) მამოგრაფიის კაბინეტი განაგრძობს სარძევე ჯირკვლის უფასო სამედიცინო კვლევების პროგრამას. ჰოსპიტალში მამოლოგიის მიმართულებას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი კოხრეიძე ხელმძღვანელობს.

პათოლოგიული პროცესების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში დაავადების 98% განკურნებადია. შესაბამისად, დროული კვლევა წარმოადგენს დაავადების გართულების პრევენციის საუკეთესო საშუალებას.

პროგრამის ფარგლებში პაციენტს შეუძლია უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი მომსახურება:

  • მამოლოგის კონსულტაცია

  • რენტგენო-მამოგრაფიული გამოკვლევა

  • ექოსკოპიური მამოგრაფია (საჭიროების შემთხვევაში)

  • ანალიზები ონკომარკერებზე (საჭიროების შემთხვევაში)

ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონის საშუალებით: (+995 32) 248 72 27