სიახლეები

უფასო სამედიცინო გამოკვლევის აქცია ბათუმში
18 მარტი 2019

16 მარტს, ქ. ბათუმში ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმებმა სამასზე მეტ პაციენტს უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს. აქცია ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინაში განხორციელდა.

პაციენტებმა მიიღეს ქირურგის, ონკოგინეკოლოგის, ოფთალმოლოგის, ონკოპროქტოლოგის, ონკომამოლოგის, ონკოუროლოგისა და კანის ონკოქირურგის კონსულტაცია. მათ აგრეთვე ჩაუტარდათ ექოსკოპიური გამოკვლევა.

საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის უფასო გამოკვლევების პროგრამა მიზნად ისახავს დაავადებათა პრევენციის კულტურის ჩამოყალიბებას მოსახლეობაში. აგრეთვე ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი კონსულტაციის გაწევას და მკურნალობის სწორი მენეჯმენტის ხელშეწყობას. მოქალაქეების მაღალი დაინტერესებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.