სიახლეები

უფასო სამედიცინო გამოკვლევის აქცია
16 ივნისი 2018

16 ივნისს, მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში, უშბის თემის მიწვევით, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმებმა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს სამასამდე ბენეფიციარს. ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, კარდიოლოგის, გასტროენტეროლოგის, თერაპევტის, გინეკოლოგის, ოფთალომოლოგის და მამოლოგის საკონსულტაციო მომსახურება. ბენეფიციარებს ასევე ჩაუტარდათ სონოგრაფიული, კარდიოგრაფიული და ლაბორატორიული გამოკვლევები.