სიახლეები

უფასო გამოკვლევების პროგრამა ქალაქ ჭიათურაში
5 მაისი 2019

4 მაისს, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმებმა ქ. ჭიათურის მოსახლეობას, ჯეო ჰოსპიტალსის ამბულატორიაში უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები შესთავაზეს. მათ ტრავმატოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, თერაპევტისა და ონკოლოგების კონსულტაციები მიიღეს.

აქციის ფარგლებში საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიკა ჭუმბურიძემ მეცხრე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ჩაუტარა საგანმანათლებლო ლექცია: კიბო - 21-ე საუკუნის გლობალური პრობლემა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

აქცია საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამის ეგიდით ჩატარდა.