სიახლეები

უნივერსიტეტის სპორტულ კლუბ „ოლიმპიკის“ წარმატება
11 მარტი 2019

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სპორტულმა კლუბმა „ოლიმპიკმა“ ფინალში დაამარცხა საფეხბურთო გუნდი „ავაზა“, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ტურნიში „მშვიდობის თასი 2019“. თამაშის ძირითადი დრო დასრულდა ანგარიშით: 3-3, ხოლო პენალტების სერიაში ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდმა ანგარიშით 4-3 გაიმარჯვა. ტურნრის საუკეთესო მეკარედ დასახელდა ალექსანდრე შენგელია, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ - ლუკა დავითაია.

ტურნირი ყოველწლიურად სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება. „ოლიმპიკმა“ 2005 წელს დაბადებულთა ტურნირში გაიმარჯვა.