სიახლეები

უნივერსიტეტის პროფესორები ვენის მოლაპარაკებისა და მედიაციის საერთაშორისო შეჯიბრის ექსპერტ-მსაჯები
23 ივლისი 2018

უნივერსიტეტის პროფესორმა სოფიო ჩაჩავამ და ასისტენტ-პროფესორმა სოფიო ტყემალაძემ ვენის მოლაპარაკებისა და მედიაციის საერთაშორისო შეჯიბრში (The IBA-VIAC Negotiation and Mediation Competition – CDRC Vienna) ექსპერტ-მსაჯებად მიიღეს მონაწილეობა.

ეს პირველი წელია, როდესაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური გუნდი აკვირდება და მსაჯობს ამ შეჯიბრს. წინა წელს, უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო მედიაციის გუნდით, რომელმაც შეჯიბრის ორი სპეციალური პრიზიდან ერთ-ერთი - „საუკეთესო გახსნითი სიტყვის ჯილდო“ მოიპოვა. წლევანდელი შეჯიბრის ორგანიზებაში ასევე ჩართული იყო უნივერსიტეტის გუნდის წინა წლის მონაწილე მარიამ მალიძე.