სიახლეები

უნივერსიტეტის კვლევის წარდგენა გაეროს განვითარების პროგრამის გამოფენაზე
18 დეკ 2018

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო გაეროს განვითარების პროგრამისა და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა გამოფენაში. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების 16 ინოვაციური პროექტის წარმოჩენა, რომლებიც 2018 წელს განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის მცირე საგრანტო პროექტების ფარგლებში.

უნივერსიტეტის პროექტი საჯარო სამსახურში  შრომითი (სამსახურებრივი)  დავების გადაწყვეტის არსებული სისტემის კვლევასა და სიტუაციური ანალიზის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების იდენტიფიცირებას მიეძღვნა.

კვლევის შედეგად, უნივერსიტეტის პროფესორმა სოფიო ჩაჩავამ და ასისტენტ პროფესორმა სიოფიო ტყემალაძემ, კვლევის ასისტენტის თამარ ცერცვაძის დახმარებით, შეიმუშავეს რეკომენდაციები საჯარო სამსახურში შრომითი (სამსახურებრივი) დავების პრევენციის, ადრეულ ეტაპზე მოგვარების და ეფექტიანი გადაწყვეტის დანერგვის მიზნით. კვლევა სრული სახით ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებგვერდზე.