სიახლეები

უნივერსიტეტის გუნდი ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის მოსამზადებელ ტრენინგზე
9 ოქტომბერი 2017

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ახლადშერჩეული გუნდი ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესისათვის მოსამზადებულ ოთხდღიან ინტენსიურ ტრენინგში (ე.წ. Boot Camp-ი) მონაწილეობს. ტრენინგების ორგანიზატორია ორგანიზაცია „არბიტრაჟის ინიციატივა საქართველოში" (AIG). ოთხი დღის განმავლობაში გუნდის წევრები გაეცნობიან საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის ზოგად ჩარჩოს, საერთაშორისო ნასყიდობის სამართლის მარეგულირებელ ნორმებს, სამართლებრივი წერის საფუძვლებსა და სხვა სასარგებლო ინფორმაციას მოსამზადებელი პროცესისათვის. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ორგანიზაციის ვებგვერდს